Belive

ისტორიაში პირველად - მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, მესამე ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში გაიმართა, სადაც "პსჟ"-მ "მილანი" 3:0 გაანადგურა და ჯგუფში პირველი პოზიცია გაიმყარა.

ამ მატჩში "მილანმა" იტალიური ფეხბურთის ანტირეკორდი დააფიქსირა, კერძოდ კი, ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებული "მილანი", პირველი იტალიური კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.

"მილანმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ 3 ტურში გოლის გატანა ვერც "ნიუკასლის", ვერც "დორმტუნდისა" და ვერც "პსჟ"-ს წინააღმდეგ შეძლო.

2022/2023 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში კი, "მილანი" ნახევარფინალში თანაქალაქელ "ინტერთან" 1/2-ფინალში 0:2, და 0:1 დამარცხდა.

განვლილი 3 ტურის შემდეგ, F ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ჯგუფიდან გასვლის შანსი აბსოლუტურად ყველა კლუბს აქვს.

"პსჟ" პირველ ადგილს 6 ქულით იკავებს, მეორე-მესამე პოზიციას "დორტმუნდი" და "ნიუკასლი" 4-4 ქულით იყოფენ, ხოლო ბოლო ადგილზე 2 ქულით "მილანი" იმყოფება.

სხვა სტატიები