Belive

ისტორიაში პირველად ბრაზილიის ნაკრები სხვა ფერის მაისურით ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ხსენებისას, თვალწინ ყველას მბზინვარე ყვითელი ფორმა წარმოგვიდგება, რომელიც უკვე წლებია "პენტაკამპეონებთან" ასოცირდება. აღნიშნული ფორმის გარდა, სამხრეთ ამერიკელები ლურჯი ფორმითაც ასპარეზობენ, რომელსაც ძირითადად გასვლით შეხვედრებში ირგებენ.

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელმა ჟურნალისტმა ანდრე რიზეკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისტორიაში პირველად მათი ნაკრები მწვანე ფერის ფორმით იასპარეზებს. სამხრეთ ამერიკელები აღნიშნული მაისურით გულშემატკივრის წინაშე "არენა დე ამაზონიაზე" წარსდგებიან, სადაც ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება მათი მეტოქე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშიდან შემოსული თანხა SOS Amazônia-ს ასოციაციაში გადაირიცხება, რომელიც ამაზონის ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ იბრძვის.

სხვა სტატიები