Belive

ისრაელის U21 ნაკრების მწვრთნელი: "მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები კმაყოფილი, როცა პარიზის ბილეთებს მოვიპოვებთ"

10 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრასა და მისი გუნდის ამბიციებზე ისაუბრა.

"ჩვენ მზად ვართ, რადგან ოლიმპიადის საგზურის მოპოვებასთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობას და ამ მომენტს დიდხანს ველოდებოდით.

ეს ჩვენი ოცნება და მიზანი იყო ჩემპიონატის დაწყების წინ, ტურნირზე წინსვლის პარალელურად კი ეს ხელმისაწვდომი გახდა.

ჩვენი გუნდისთვის არ აქვს მნიშვნელოვანი თუ რამდენი გულშემატკივარი იქნება სტადიონზე, იქნება ეს 100 000 თუ 200 000 ქომაგი. მოუთმენლად ველით მოედანზე გასვლის წამის დადგომას.

ვარ თუ არა კმაყოფილი? კმაყოფილი ვიქნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარიზის ოლიმპიადაზე ვიასპარეზებთ. სასტუმროში არ ვსხედვართ გაღიმებული და ვკითხულობთ კომენტარებსა და რეაქციებს - მიზანი ოლიმპიადის ბილეთებია.

არ ვიცი როგორ ჩანს შორიდან, მაგრამ ჩეხეთის შემდეგ ჩვენ ბედნიერები ვიყავით მხოლოდ ვახშმის დროს, რის შემდეგაც აღნიშვნა დასრულდა და მომზადებაზე გადავერთვეთ.

სპორტსმენს თითქმის მიუღწეველ ადგილებზე მიღწევის შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა. ჩვენ ეს ვიცით და ამისთვის ვემზადებით.

ჩვენ სავსე სატდიონის ატმოსფერო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ გამოცდილი გვაქვს. შესაბამისად, ეს არ გვაშინებს, ბავშვობიდან, როცა 3-4 წლის ასაკში ბურთის გაგორებას ვიწყებდით, ასეთი ტიპის მატჩებამდე მიღწევაზე ვოცნებობდით.

დაღლილობა მხოლოდ გონებაშია: სადიო მანემ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ შესვენება არ ჰქონდა და არ ისვენებდა - ყოველ ჯერზე, "ლივერპულში" დასვენების გარეშე მიდიოდა. ამბობს, რომ კლოპმა უთხრა, რომ ერთი-ორი კვირა დაესვენა, მანემ კი უთხრა, რომ დასვენება არ სურდა, რომ დაღლილობა მხოლოდ გონებაშია. თუ მოთამაშე გადაწყვეტს, რომ დაიღალა, დაღლილი იქნება, თუ ის მიიჩნევს, რომ არ არის დაღლილი, მაშინ არც იქნება. ის ფაქტი, რომ ქართველებმა კიდევ ერთი დღე მიიღეს დასვენებისთვის, მათ არანაირ უპირატესობას არ მისცემს.

ეს იქნება ყველაზე დიდი მატჩი ჩემს კარიერაში, თუ ოლიმპიადამდე მივაღწევთ. ოლიმპიადა ჩემი ამბიციების და ოცნებების მწვერვალია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ ფავორიტები არიან? მართალია", - თქვა ისრაელის 21-წლამდელა ნაკრების მწვრთნელმა.

ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება – მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები