ისლანდიას ახალი წესის გამო, 1 წუთით თამაში 10 კაცით მოუწია და გოლიც ამ დროს გაუშვა
იაპონიისა და ისლანდიის ამხანაგურმა შეხვედრამ ფეხბურთის გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება ერთი საინტერესო ფაქტის გამო მიიქცია - ისლანდიელებს 1 წუთით 10 კაცის შემადგენლობით მოუწიათ თამაში, მეტოქემ კი გოლი სწორედ ამ დროში გაიტანა.
აქ უცნაური, თითქოს, არაფერია, მაგრამ რეალურად გოლის ეპიზოდში IFAB-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი ამოქმედდა. საქმე ისაა, რომ სათადარიგოთა სკამიდან მატჩში ჩართვამდე ისაკ თორვალდსონს ერთი წუთით მოუწია ლოდინი, რის გამოც ისლანდია 10 კაცით დარჩა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მოთამაშემ, რომელიც იცვლებოდა (კრისტიან ჰლინსონმა) მოედანი უახლოეს წერტილში 10 წამში არ დატოვა. სწორედ იმ 1 წუთში, როდესაც თორვალდსონი მსაჯის ნებართვას ელოდებოდა, იაპონელებმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეს.
🚨 New World Cup rule in action:
— World Cup HQ (@WorldCup26HQ) May 31, 2026
Hlynsson 🇮🇸 took more than 10 secs to leave the field during his substitution.
As a result, his replacement had to wait a full minute before entering.
In that minute, Japan 🇯🇵 scored. pic.twitter.com/fcCaYgdFtz
გუშინ ინფორმაცია კიდევ ერთი ახალი წესის შესახებ გავრცელდა, რომლის თანახმადაც ე.წ ტაქტიკური ტაიმაუტები აიკრძალა - მაგალითად, მეკარის ტრავმის შემთხვევაში, როცა თამაში გაჩერდება, ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამისკენ წასვლა და მითითებების მიღება აეკრძალებათ.
დროის გაყვანასთან დაკავშირებული სხვა ახალი წესები მოიცავს აუტის ჩამოწოდებისა და კარიდან ბურთის თამაშში შეყვანის წამზომებს (უკუთვლას). ასევე, ტრავმის გამო ბალახზე დაწოლის შემთხვევაში, ფეხბურთელებს მოუწევთ ერთი წუთით დატოვონ მოედანი, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა.