Belive

"ისინი ცხოველები არიან" - ფიორენტინას პრეზიდენტი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს კონფერენც ლიგის ფინალში "ფიორენტინასა" და "ვესტ ჰემის" დაპირისპირება შედგა. ფინალური მატჩი "ვესტ ჰემის" გამარჯვებით, 1:2 დასრულდა, რის შემდეგაც "ჩაქუჩებმა" 1965 წლის შემდეგ პირველი ევროპული ტიტული მოიპოვეს.

მატჩს უსიამოვნო მომენტებიც ახლდა თან, ერთ-ერთ ეპიზოდში, "ფიორენტინას" კაპიტნის მისამართით "ვესტ ჰემის" ფანებმა ტრიბუნებიდან სხვადასხვა ნივთები ისროლეს. ფანების უღირსი საქციელის შედეგად, კრისტიანო ბირაგის თავი გაუტყდა და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა გახდა აუცილებელი.

"ფიორენტინას" პრეზიდენტი - როკო კომისო მომხდარს გამოეხმაურა და ინგლისელებს "ცხოველები" უწოდა.

"ლუკა იოვიჩს ცხვირი გაუტყდა, შემდეგ კრისტიანო ბირაგის ინციდენტი მოხდა, რომელსაც ფანებმა სხვადასხვა ნივთები ესროლეს. პრემიერ ლიგის პრეზიდენტს ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ ჩადენილი საქციელის გამო, ისინი ცხოველები არიან. ჩვენ უსამართლოდ დავმარცხდით'.

სხვა სტატიები