ისევ ზიდანის კვალზე: ბელინგემმა ზიზუს შედეგი გააუმჯობესა
მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს გადაასწრო.
ინგლისელი ფეხბურთელი სამეფო კლუბს ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში სანტანდერის რასინგის დამარცხებაში დაეხმარა: მან ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა.
ეს გოლი ინგლისელი ნახევარმცველისთვის მადრიდელთა რიგებში 50-ე აღმოჩნდა.
Madrid Zone-ის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლით ბელინგემმა გადაასწრო საკუთარ კუმირს, ზინედინ ზიდანს, რომლის ანგარიშზეც 49 გოლი იყო.
ამასთან, ჯუდს გუნდის ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელზე ბევრად ნაკლები მატჩი დასჭირდა:154 შეხვედრა 227-ის წინააღმდეგ.
ზიდანი რეალის ღირსებას 2001-დან 2006 წლამდე პერიოდში იცავდა, ხოლო ბელინგემი ესპანურ გრანდს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა.
ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა რასინგი დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.