Belive

"ის თქვენთვის ზედმეტად დიდი იყო" - ბენჯამინ აგუეროს კომენტარმა პარიზელი გულშემატკივარი განარისხა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერხიო აგუეროს ვაჟის მიერ, ლეო მესის გამოსამშვიდობებელ პოსტზე, დაწერილმა კომენტარმა პარიზელი გულშემატკივარი განარისხა.

"პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ გასულ კვირას დაადასტურა, რომ მესი ფრანგულ კლუბს დატოვებდა. კლუბმა კი არგენტინელს გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა წარწერით: "მადლობა მესი."

View this post on Instagram

A post shared by Paris Saint-Germain (@psg)

თუმცა, აქ მთავარი სერხიო აგუეროს ვაჟისა და ლიონელ მესის ნათლულის ბენჯამინ აგუეროს კომენტარია. მან აღნიშნულ პოსტზე ასეთი კომენტარი დატოვა: "ის თქვენთვის ზედმეტად დიდი იყო."

"ის მამამისის მსგავსად იქცევა, დნმ-ის ანალიზი საჭირო არ არის"

"გაიღვიძა და გადაწყვიტა ეს დაეწერა"

"წადი ფრენბურთს უყურე"

"ამას მხოლოდ გამომწერების მოსამატებლად წერ" - ასეთი იყო პარიზელი გულშემატკივრის რეაქცია.

ამ სეზონში მესიმ პარიზული კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად ამისა, "პსჟ-ს" ფანები არგენტინელს ყველა თამაშზე უსტვენდნენ.

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ლეო პარიზიდან წავა, თუმცა, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. მისი მამა, ხორხე, ამ კვირაში ბარსელონაში იმყოფებოდა მესის ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებების გასამართად. მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მის შვილს "კამპ ნოუზე" დაბრუნება სურს.

სხვა სტატიები