Belive

"ის რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს" - შოთა არველაძე დავითაშვილის გოლზე

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21 წლამდელთა ეორვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. რამაზ სვანაძის ნაკრები პირველად ასპარეზობდა ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა პირველივე ცდაზე შეძლო ჯგუფური ეტაპის დაძლევა. აუთსაიდერად მიჩნეული საქართველო A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და უკან ჩამიტოვა ისეთი ნაკრებები როგორებიც არიან ნიდერლანდები, ბელგია და პორტუგალია.

საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური ბოლო ტურში გაინაღდა, სადაც ნიდერლანდების ნაკრებთან ფრე ითამაშა. ჩვენი მხრიდან გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა.

ზურიკოს გოლს გამოეხმაურა შოთა არველაძეც, რომელმაც მისი მოქმედება ლიონელ მესის შეადარა.

"ბოლო შეხება და ბადეში ბურთის შეცურება საოცრება იყო. ის რასაც მესი აკეთებს ყველაზე ხშირად და რის გამოც ასე გვიყვარს ფეხბურთი. ნაკრებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ხალხს დიდი სიხარული აჩუქეთ." - წერს შოთა არველაძე.

ჯერჯერობით, რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე ცნობილი არ არის. მეოთხედფინალში ჩვენს სავარაუდო მეტოქეებს შორის გერმანია, ისრაელი და ჩეხეთი არიან.

სხვა სტატიები