Belive

ის, რაც ყველას გამოგვრჩა - 22 წლის ფეხბურთელმა უნიკალური რეკორდი დაამყარა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-11 ტურში ირაკლი იეგოიანის ექსელსიორი ტვენტეს დაუპირისპირდა და 0:9 განადგურდა.

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში არც უხვგოლიანი მატჩები გვიკვირს და არც ანგარიშში სოლიდური სხვაობაა იშვიათობა, მაგრამ ის, რაც 22 წლის სონდრე ორჯასეტერმა გააკეთა, ერედივიზიონში ამ საუკუნეში პირველად მოხდა - 22 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა სულ რაღაც 49 წუთში 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და უნიკალური რეკორდი დაამყარა.

სონდრე ორჯასეტერი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 21 საუკუნეში, ერედივიზიონის ერთ კონკრეტულ მატჩში 5 ასისტი შეასრულა.