Belive

"ის მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანს ჰგავს" - გვარდიოლა დე ძერბის გუნდით აღფრთოვანებულია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩვენთვის სიახლე არ არის, რომ პეპ გვარდიოლა რობერტო დე ძერბის მიმართ დიდი სიმპათიით არის განწყობილი. მას შემდეგ, რაც იტალიელმა სპეციალისტმა "ბრაიტონისთვის" ევროტურნირის საგზური მოიპოვა, გვარდიოლას პატივისცემა მის მიმართ გაიზარდა.

ეს ორი მწვრთნელი ერთმანეთს ხვალ პრემიერ ლიგის გადადებულ შეხვედრაში დაუპირისპირდება. "ქალაქელთა" თავკაცმა ვიზავის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ვულოცავ ევროპა ლიგაზე გასვლას. ეს არაჩვეულებრივი მიღწევაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში რობერტო ერთ-ერთი გავლენიანი მწვრთნელია. არ არსებობს გუნდი, რომელიც თამაშობს ისე, როგორც მისი გუნდები, ის უნიკალურია. ველოდი, რომ ის პრემიერ ლიგას მის ხელს მალე დაატყობდა, თუმცა, ასეთ დროში არ ველოდი. მისი გუნდი თითოეულ თამაშში 20-25 შანსს ქმნის. ის ბურთს იჭერს, შეტევებში ყველა მონაწილეობს, მეკარე ნახევარმცველივითაა. ისინი იმსახურებენ შექებას და იმ წარმატებას, რომელსაც მიაღწიეს. ვცდილობ მისგან ბევრი ვისწავლო, ის უნიკალურია. ის მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფს ჰგავს." - განაცხადა გვარდიოლამ დე ძერბიზე საუბრისას.

როგორც ზემოთ ვახსენე, "მანჩესტერ სიტი" და "ბრაიტონი" ერთმანეთს ხვალ, 24 მაისს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები