"ის დიდებული ფეხბურთელია" - გვარდიოლა არსენალის ვარსკვლავზე
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საჩემპიონო დაპირისპირება შედგება. 26 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "არსენალს" უმასპინძლებს.
აღნიშნული მატჩის შედეგი დიდი ალბათობით პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონის ბედს გადაწყვეტს, რის გამოც შეხვედრის დაწყებამდე დაძაბულობა პიკს აღწევს.
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ, "არსენალის" ვარსკვლავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოდეგორი დიდებული ფეხბურთელია.
"ოდეგორი წლების წინ ვნახე. 2014 წელს მამასთან ერთად 2 დღით ვარჯიშზე მოვიდა. მხოლოდ 5 წუთი დამჭირდა, რომ დავფიქრებულიყავი: "ეს ბავშვი ძალიან კარგად თამაშობს". ოდეგორი დიდებული ფეხბურთელია. განსაკუთრებულია", - პეპ გვარდიოლა.
Guardiola: “I remember Ødegaard, years ago… he came with his father for 2 days of training sessions [in 2014]. I needed 5 minutes to think: this kid plays good!”. 🇳🇴 #AFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 25, 2023
“He’s great player, really. Exceptional”. pic.twitter.com/mumwKcSqM5