Belive

ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ირანი ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარებს.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანზე საჰაერო იერიშები განახორციელეს, ირანის მონაწილეობა გაურკვევლობის საგანი გახდა.

ირანის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური პირები ფიფას 211 წევრი ქვეყნიდან ერთადერთნი იყვნენ, რომლებიც ხუთშაბათს, ვანკუვერში გამართულ ფიფას კონგრესს არ დაესწრნენ. როგორც ჩანს, ორმა დელეგატმა, რომლებსაც კანადის ხელისუფლებამ ვიზები მისცა, უარი თქვა დასწრებაზე მას შემდეგ, რაც მათი ჯგუფის სხვა წევრს ტორონტოში შესვლაზე უარი ეთქვა. ყველაფრის მიუხედავად, ინფანტინომ კონგრესზე თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ დაადასტურა: ირანის ნაკრები ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

დავიწყებ მათთვის, ვისაც შეიძლება სხვა რამის თქმა ან დაწერა სურს, დაუყოვნებლივ დავადასტურო, რომ რა თქმა უნდა, ირანი მონაწილეობას მიიღებს 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის მიზეზი მარტივია, რადგან ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ხალხი

- განაცხადა ჯანი ინფანტინომ

სხვა სტატიები