ირანელმა ფეხბურთელებმა, პროტესტის ნიშნად, ქვეყნის სიმბოლოები დაფარეს
ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ეროვნული ჰიმნის დროს საკუთარი ქვეყნის სამკერდე ნიშნები დაფარეს. ამ ნაბიჯით მათ გამოხატეს პროტესტი იმ მოვლენების გამო, რაც მათ ქვეყანაში ხდება. პოლიტიკური და სოციალური არეულობა ირანში 22 წლის სკოლის მასწავლებლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაიწყო.
Iran's soccer team wore black jackets to cover up their country's emblem during the national anthem. This is a huge statement of support for the protests in Iran and they're extremely brave for doing this. pic.twitter.com/yV1JBGB1I9
— Fifty Shades of Whey (@davenewworld_2) September 28, 2022
როდესაც ეროვნული ჰიმნი უკრავდა ირანის მოთამაშეები შავი ქურთუკები იდგნენ და ასე ფარავდნენ მათი ქვეყნის სიმბოლოს. მოთამაშეთა მცირე ნაწილი მაინც მღეროდა ჰიმნს, თუმცა უმრავლესობა ამას არ აკეთებდა.
ირანში არაერთმა ცნობილმა ფიგურამ გამოიყენა თავისი პლატფორმა საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად. " ლევერკუზენის" ფორვარდი სარდარ აზმუნი ერთ-ერთი მათგანი იყო.
"უარეს შემთხვევაში ამ სიტყვებისთვის ეროვნული ნაკრებიდან გამიშვებენ, მაგრამ არაუშავს, ირანელი ქალების გულისთვის მე ამ დათმობაზე წავალ. ისინი იმას გააკეთებენ, რაც მაქთ სურთ. სირცხვილია მათი მოკლვა. დიდება ირანელ ქალებს!"
ირანის საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ისინი ჯგუფში აშშ-სთან, ინგლისთან და ეულსთან ერთად არიან.