Belive

ირაკლი აზაროვით რუსული გუნდი დაინტერესდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ირაკლი აზაროვმა შესაძლოა, კარიერა, რუსეთში გააგრძელოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ნობელ არუსტამიანის თქმით, "დინამო ბათუმის" 19 წლის ფეხბურთელით "კრასნოდარია" დაინტერესებული. კლუბს სურს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დაცვისა და შეტევის ხაზები გააძლიეროს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი 2021 წელს "დინამო თბილისიდან" "დინამო ბათუმში" გადავიდა. ირაკლიმ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. აზაროვმა თავის გამოჩენა ევროტურნირებზეც, "ბატეს" კარში გატანილი გოლით მოახერხა.

სხვა სტატიები