Belive

ინტერმა რაჯა ნაინგოლანის დაბრუნებაზე უარი თქვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი სპორტული გამოცემის, Sportbible-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" 33 წლის ბელგიელ ნახევამრცველთან - რაჯა ნაინგოლანთან კონტრაქტი გაწყვიტა. ნაინგოლანი და მისი წარმომადგენლები დღეს "სან სიროზე" იმყოფებოდნენ, სადაც კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეთანხმდენ, რომ რაჯა დატოვებდა კლუბს და აიღებდა ხელფასის 50%-ს. 33 წლის ნახევარმცველი "ინტერში" 2018 წელს "რომადან" გადავიდა. 2020 წელს კი მათ "კალიარიში" იჯარით გაანათხოვრეს, თუმცა ახლა მას იჯარა ამოეწურა, ინტერმა" კი უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. იტალიელი ფეხბურთის ექსპერტების ინფორმაციით, რაჯა ნაინგოლანი სწორედ "კალიარიში" დარჩება და კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.

3 წლის განმავლობაში, რაჯა ნაინგოლანს მილანურ კლუბში მხოლოდ 41 მატჩი აქვს ჩატარებული. მას "ინტერთან" კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა, თუმცა ის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.  

სხვა სტატიები