Belive

ინტერმა და ალექსის სანჩესმა კონტრაქტი გაწყვიტეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩილეს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ალექსის სანჩესმა ,,ინტერი'' დატოვა. ,,ნერაძურის'' ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, სანჩესი კარიერას ,,მარსელში'' გააგრძელებს და ფრანგულ კლუბთან, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მალე ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. 33 წლის ფეხბურთელი ,,ინტერში'' 2019 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში ალექსისის ანგარიშზე მილანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა იყო. სანჩესმა ,,ნერაძურისთან'' ერთად იტალიის სერია ა, თასი და სუპერთასი მოიგო.


სხვა სტატიები