Belive

ინტერის პრეზიდენტი: ,,ფეხბურთი იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ფული ყოველთვის ვერ იმარჯვებს''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' პრეზიდენტმა, სტივენ ჩჟანმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,სიმართლე გითხრათ ამაზე ვოცნებობდი. ლიგებს შორის განსხვავების გათვალისწინებით, ვიცოდი, რომ ამ მიზნის მიღწევა რთული იქნებოდა. ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ, ზოგჯერ უფრო მეტსაც ვხარჯავდით, ვიდრე ინგლისური კლუბები. თუმცა, სატელევიზიო უფლებების გამო, უფსკრული სერია A-სა და პრემიერლიგას შორის უზარმაზარია.

ფეხბურთი იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ფული ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ის შეიძლება შეიცვალოს იდეებით, ვნებით, კომპეტენციით. ვიმედოვნებთ, რომ ფინალშიც ასე იქნება.

,,მანჩესტერ სიტის'' პატივს ვცემ, ეს შესანიშნავი გუნდია. მაგრამ, ჩვენ გვაქვს გეგმა და თვისებები, რაც მათთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაგვეხმარება. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე თუ რა გრძნობა იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. უბრალოდ ოცნებაც კი შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ახლა ფინალში ვართ და გამარჯვებას ვეცდებით,'' - ჩჟანის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ,,მანჩესტერ სიტისა” და ,,ინტერს” შორის დღეს, სტამბოლში გაიმართება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები