ინტერის მეკარე შშმ პირს მანქანით დაეჯახა, 81 წლის მამაკაცი შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა
მილანის ინტერის სათადარიგო მეკარე, ხოსეპ მარტინესი კლუბის საწვრთნელ ცენტრთან ახლოს ეტლში მჯდომ შშმ პირს მანქანით დაეჯახა. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოჩნდა, მაგრამ 81 წლის მამაკაცის გადარჩენდა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა. შემთხვევა 9:30 საათზე ნერაძურის საკლუბო ბაზასთან, კომოს რაიონში, კერძოდ ფენეგროში მოხდა.
La Repubblica-ს ცნობით, წინასწარი გამოძიების თანახმად, დაზარალებულს შესაძლოა თავბრუსხვევა დაეწყო, რის გამოც ის საპირისპირო მიმართულებით გაემართა და სწორედ ამ მიზეზით მოხდა შეჯახება. წყაროში ასევე წერია, რომ სასწრაფო დახმარების მისვლამდე, 27 წლის მეკარემ დაზარალებულს დაუყოვნებლივ აღმოუჩინა დახმარება, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Il secondo portiere dell’Inter Josep Martinez investe in auto e uccide un anziano in carrozzina https://t.co/HmfmR8HHxe pic.twitter.com/9JH7FY1l3h
— Repubblica Milano (@rep_milano) October 28, 2025