Belive

ინტერი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერი" ანდრე ონანას გაშვებას აპირებს და მილანელები მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. "ნერაძურის" სიაში ჯერჯერობით ორი ვარიანტია: "ემპოლის" ვიკარიო და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი.

"ინტერის" მეკარის შეძენით "ჩელსი" ინტერესდება. ლონდონელებისთსვის ის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და მილანელებთან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსია" მამარდაშვილის მისაღებ ფასად გეგმავს. მართალია ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა თუმცა, როგორც ჩანს, ქართველის უპირატესობა პრემიერ ლიგაა, სადაც მისი აგენტი რამდენიმე კლუბს უკვე შეხვდა. ELDESMARQUE-ს მიხედვით, აგენტები მამარდაშვილის დასაკვირვებლად "მესტალიაზეც" იყვნენ ჩასულები.

მიუხედავად იმისა, რომ 2022/2023 წლის სეზონი ვალენსიელთათვის არც ისე წარმატებული გამოდგა, “ღამურებმა” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლეს. ამის მთავარი შემოქმედი კი, თავად გიორგი მამარდაშვილი იყო.

სხვა სტატიები