Belive

ინტერ მაიამი გუნდის აწყობას მესის გარშემო გეგმავს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Euro Foot-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერ მაიამი" გეგმავს, რომ გუნდი მათი ახალწვეულის - ლეო მესის გარშემო ააწყოს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები სერხიო ბუსკეტსთან, ხორდი ალბასთან და ლუის სუარესთან მალე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ხორდი ალბა სეზონის ბოლოს "ბარსელონაში" 11 წლიან კარიერას ასრულებს. კატალონიურ კლუბში ბუსკეტსის მომავალიც ბუნდოვანია.

რაც შეეხება ლუის სუარესს, ის "გრემიოს" რიგებში ასპარეზობს და არც ისე ცუდად გამოიყურება. მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ფორვარდმა ბრაზილიური კლუბის რიგებში 24 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები