Belive

"ინტერ მაიამი" - დევიდ ბექჰემმა საფეხბურთო გუნდი დააარსა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დევიდ ბექჰემმა ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) საკუთარი გუნდი, "ინტერ მაიამი" დააარსა. გუნდის სახელის გაგონებისას ფეხბურთის მოყვარულებს ასოციაცია მილანის "ინტერზე" გაუჩნდათ, თუმცა რეალურად, გუნდის დასახელების შერჩევისას აშშ-ის ესპანურენოვანი მოსახლეობაც არის გათვალისწინებული. გუნდის სრული საფეხბურთო სახელი ასეთია - Club Internacional de Fútbol Miami. 2010 წლის აღწერის მიხედვით, მაიმის მოსახლეობის 70%-ს ლათინო-ამერიკული წარმოშობის ადამიანები წარმოადგენენ და გუნდის დასახელება სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული.
"ამ დღეს ჩემთვის და მთელი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება", აღნიშნა ბექჰემმა მედიისთვის გავრცელებულ რელიზში
ახლადდაარსებულ გუნდს ჯერჯერობით სტადიონი არ აქვს. მიმდინარე წლის ბოლოს მაიამის მოსახლეობა რეფერენდუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც გადაწყდება, უნდა აშენდეს თუ არა ქალაქში სტადიონი, რომელიც 25,000 ადგილს დაიტევს. ცნობილია, რომ "ინტერ მაიამი" პირველ მატჩს 2020 წელს გამართავს.

სხვა სტატიები