Belive

ინიესტამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა:

,,არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელშიც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. მესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როცა შემადგენლობაში ლეო გყავს, შენ ერთ-ერთი ფავორიტი ხარ.

სხვა ფავორიტებს შორის ბრაზილია, ესპანეთი და საფრანგეთი არიან. თუ მესი მუნდიალს მოიგებს, მის გამო გამიხარდება,'' - ინიესტას სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის 5 ქალაქის 8 სტადიონზე გაიმართება. ფინალურ მატჩს Lusail Iconic Stadium-ი უმასპინძლებს, რომელიც 80 000 მაყურებელს იტევს.

სხვა სტატიები