Belive

ინიესტა ვისელ კობეში რჩება | "ენერგიით და მოტივაციით სავსე ვარ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა, კვლავ "ვისელ კობეში" რჩება: ესპანელმა 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ერთი დღით ადრე, როდესაც იაპონურმა კლუბმა პრესკონფერენცია დააანონსა, ესპანურმა სპორტულმა მედიასაშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ინიესტა თავის დაბადების დღეზე კარიერის დასრულების შესახებ გააკეთებდა განცხადებას - თუმცა მათი ეჭვი არ გამართლდა.
"მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების მომავალი 2 წელი კვლავ "ვისელ კობეს" დაუკავშირდება", - განაცხადა ინიესტამ.
37 წლის ფეხბურთელის თქმით, მას კვლავ საკმარისი ენერგია და მოტივაცია აქვს იმისთვის შენარჩუნებული, რომ თამაში გააგრძელოს. ასევე, მისი სურვილია, რომ კარიერა სწორედ იაპონურ კლუბში დაასრულოს. ინიესტა "ვისელ კობეს" 2018 წლის მაისში შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 78 მატჩში 16 გოლსა და 18 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები