ინიესტა ვისელ კობეში რჩება | "ენერგიით და მოტივაციით სავსე ვარ"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების მომავალი 2 წელი კვლავ "ვისელ კობეს" დაუკავშირდება", - განაცხადა ინიესტამ.37 წლის ფეხბურთელის თქმით, მას კვლავ საკმარისი ენერგია და მოტივაცია აქვს იმისთვის შენარჩუნებული, რომ თამაში გააგრძელოს. ასევე, მისი სურვილია, რომ კარიერა სწორედ იაპონურ კლუბში დაასრულოს. ინიესტა "ვისელ კობეს" 2018 წლის მაისში შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 78 მატჩში 16 გოლსა და 18 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.