Belive

ინიესტა: ,,ინდივიდუალური ჯილდოების დიდად არ მჯეროდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონასა'' და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ, ,,ოქროს ბურთის'' შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ესპანელი ჯილდოს მოგებასთან ყველაზე ახლოს 2010 წელს იყო, როცა გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა:

,,თუ ვინმე ამბობს, რომ ,,ოქროს ბურთის'' მოგებისთვის თამაშობს, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ამ ჯილდოს მოპოვება გამიხარდებოდა, მაგრამ ეს ის არ არის, რის გარეშეც ვერ ვიცხოვრებ.

ინდივიდუალური ჯილდოების დიდად არ მჯეროდა. ამას დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი,'' - ინიესტას სიტყვებს Marca ციტირებს.

ანდრეს ინიესტა 2018 წლის შემდეგ ,,ვისელ კობეში'' თამაშობს. მიმდინარე სეზონში 38 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე იაპონური გუნდის მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები