Belive

"ინგლისურად საუბრობ?" - "შენზე კარგად": კვარაცხელიას, სანიოლის და ოქრიაშვილის სახალისო დიალოგი სოციალურ ქსელში

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს სახალისო დიალოგი ჰქონდათ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას პოსტს მოჰყვა. ყაზანის "რუბინის" ფლანგის შემტევმა ინგლისურ ენაზე Instagram-ში დაწერა, რომ საკუთარი მიზნები მაღალ დონეზე უნდა დავაყენოთ, რაზეც ეროვნული გუნდის მეათე ნომერმა ასევე ინგლისურად დააკომენტარა და ხვიჩას ჰკითხა ამ ენაზე საუბარი თუ შეეძლო, ვილი სანიოლის პასუხი კი კიდევ უფრო სახალისო იყო - "უკეთესად, ვიდრე შენ" - წერდა ფრანგი სპეციალისტი, რასაც არაერთი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი "ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელი 2021 წლის თებერვალში გახდა, მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და სამში დამარცხდა. სამ ოფიციალურ მატჩში გატანილი ორივე გოლი სწორედ 20 წლის ქართველი ტალანტის აქტივში იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში, რუსულ და იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დამატებით სერია A-ს ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, "მილანი" და გერმანული მიუნხენგლადბახის "ბორუსია" ინტერესდებიან. წინა სეზონში, კვარაცხელიამ “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა. რუსეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონში "რუბინმა" 53 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები