Belive

არსენალი ობამეიანგის შემცვლელად სამ კანდიდატს განიხილავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,არსენალი'' პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელს ეძებს. Express-ის ინფორმაციით, ,,მეთოფეები'' სამ თავდამსხმელს - დომინიკ კალვერტ-ლიუინს (ევერტონი), დუშან ვლაჰოვიჩსა (ფიორენტინა) და იუსეფ ენ-ნესირის (სევილია) აკვირდებიან. გამოცემის ცნობით, კალვერტ-ლიუინისა და დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი დიდი ფასისა და კონკურენციის გამო, შესაძლოა, გართულდეს, ამიტომ, გუნდის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, ყველაზე რეალურ კანდიდატად 24 წლის მაროკოელს განიხილავს. რამდენიმე დღის წინ, ,,არსენალმა'' ობამეიანგს კაპიტნის სტატუსი ჩამოართვა. ,,ევერტონთან'' პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩის შემდეგ, თავდამსხმელმა გუნდს დედამისის მოსანახულებლად საფრანგეთში გაშვების ნებართვა სთხოვა, რაზეც თანხმობა იმ პირობით მიიღო, რომ ინგლისში იმავე საღამოს დაბრუნდებოდა და ხუთშაბათს ვარჯიშს დაესწრებოდა. გაბონელმა პირობა არ შეასრულა და საფრანგეთიდან მეორე დილით დაბრუნდა. ფეხბურთელი ვარჯიშზე მივიდა, თუმცა კლუბმა გადაწყვიტა, რომ მან შეთანხმება მაინც დაარღვია. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ობამეიანგის ანგარიშზე ,,არსენალის'' მაიურით ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები