Belive

ინგლისთან მატჩისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 15 ნოემბერს, ბათუმში, ამხანაგურ მატჩში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძემ ამ მატჩისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 22 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა ჩამონათვალიც ასე გამოიყურება

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო). მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი) ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფეშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი). თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

სხვა სტატიები