Belive

ინგლისში VAR-ს აკრიტიკებენ - 67% უკმაყოფილოა 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემა კვლავ პრემიერლიგის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს ბოლო ტურში, "სიტისა" და "ტოტენჰემის" ცენტრალურ დაპირისპირებაში მოხდა, სადაც მსაჯს ვიდეო-გამეორების შემდეგ რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილების მიღება მოუწია. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა სერჟ ორიემ სერხიო აგუეროსთან უხეში თამაშის შემდეგ 11-მეტრაინი დაინიშნა, თუმცა მხოლოდ მას მერე, რაც თამაში განახლდა და მეტოქე გუნდმა შეტევაც კი მოასწრო. ილქაი გიუნდოგანს უგო ლორისმა აჯობა, დამატებაზე კი რაჰიმ სტერლინგი ფრანგ მეკარეს შეეჯახა. როგორც შემდეგ გაირკვა, მცირე კონტაქტის მიუხედავად, თამაშის წესი არ დარღვეულა, სტერლინგმა კი იცრუა! სიმულაციის გამო, ინგლისის ნაკრების შემტევს მეორე ყვითელი ბარათი არ მიუღია, რამაც ჟოზე მოურინიო განარისხა - კადრები ყველამ ვნახეთ... არაერთი მსგავსი საკამათო ეპიზოდის შემდეგ, ინგლისში გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტეს, რომლის შედეგებითაც გულშემატკივრების 67% თვლის, რომ მატჩების ყურება უფრო არასასიამოვნო გახდა. 38% მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის შეხვედრებში VAR-ის შემოღების შემდეგ, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება ცოტათი უჭირთ, 29% კი უფრო რადიკალურია.

საინტერესოა, რომ VAR-ს ალბიონზე ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს - 12%. გამოკითხულთა 19%-სთვის ვიდეო-რეფერის არაფერი შეუცვლია. ფაქტი ერთია, ვიდეო გამეორებას ბრიტანეთში გადახედვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პრემიერლიგას მაყურებელთა რაოდენობა შეუმცირდეს... VAR-ი დიდ ტურნირზე პირველად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოიყენეს, შემდეგ კი ეტაპობრივად საკლუბო ფეხბურთის ელიტა მოიცვა.

სხვა სტატიები