Belive

ინგლისში 50 წლის ფეხბურთელმა უნიკალური რეკორდი დაამყარა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის რანგით მე-10 ლიგაში ქინგს პარკ რეინჯერსის თავდამსხმელმა, ჯეიმი კიურეტონმა, ჰელესდონ როვერსს გაუტანა და უნიკალური რეკორდი დაამყარა.

50 წლის კიურეტონი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა ინგლისის Top 10 საფეხბურთო დივიზიონში შეძლო.

ვეტერანმა შემტევმა პირველი გოლი ნორვიჩის მაისურით, პრემიერლიგის 1994-1995 წლების სეზონში, ჩელსის წინააღმდეგ გაიტანა.

უნიკალური მიღწევის დაფიქსირების შემდეგ, ინგლისელმა განაცხადა, რომ მას კიდევ რამდენიმე მიზანი აქვს:

,,მგონი, 400-მდე კიდევ 4 თუ 5 გოლი მაშორებს და ეს არის ის, რისი მიღწევაც მსურს. გუნდი, რომელშიც ვთამაშობ, დაწინაურებას ცდილობს და ესეც ჩემი მთავარი მიზანია.

ყოველთვის ვამბობდი, რომ სანამ ფორმაში ვიქნები, ვითამაშებ. ამით სიამოვნებას ვიღებ. გარდა ამისა, ამ ყველაფერს გოლების გატანაც ემატება, რაც ბონუსია.'' - ჯეიმი კიურეტონი

31-წლიან კარიერაში კიურეტონს არაერთ ინგლისურ გუნდში უთამაშია, თუმცა პრემიერლიგაში მხოლოდ 1 სეზონი (სადებიუტო) გაატარა და ნორვიჩის მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.