Belive

ინგლისში 11-წლამდე ფეხბურთელებს თავით თამაში აეკრძალებათ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისში 11-წლამდე ფეხბურთელებს ბურთზე განძრახ თავით თამაში აეკრძალებათ - ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზრდაა.

ფეხბურთის ასოციაციამ (FA) გამოაცხადა, რომ ეტაპობრივად დაიწყებს აკრძალვის შემოღებას. იდეა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში იყო განხილვის საგანი. განზრახ თავით თამაში არაპირდაპირი საჯარიმო დარტყმით დაისჯება. 7-დან 9 წლამდე ბავშვები თავით თამაშს შემდეგი სეზონიდან შეწყვეტენ, 10-წლამდე - 2025/26 სეზონიდან, ხოლო 11-წლამდე - 2026/27 სეზონიდან. 12 წლიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი როლის შესრულებას ფეხბურთის უსაფრთხოების შეფასებასა და გაუმჯობესებაში. ჩვენი მიზანია, სხვა საკითხებთან ერთად, შევუქმნათ მოთამაშეებს უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ითამაშონ ბურთით ფეხით, უზრუნველვყოთ სათამაშო დროის უფრო ეფექტური გამოყენება და შემცირდეს მატჩის დროს ბურთის ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა - ნათქვამია ფეხბურთის ასოციაციის (FA) განცხადებაში

ეს ღონისძიება ეყრდნობა კვლევას, რომლის მიხედვითაც ყოფილი ფეხბურთელები უფრო მეტად იღუპებიან ტვინის პრობლემების გამო, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგნელები. მაგალითად, პროფესიონალი ფეხბურთელები სამნახევარჯერ უფრო ხშირად იღუპებიან დემენციით, ვიდრე იმავე ასაკის საშუალო სტატისტიკური ადამიანი.

სხვა სტატიები