Belive

ინგლისმა აფრიკულ ნაკრებთან ისტორიაში პირველად წააგო

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნოტინგემში, 'სიტი გრაუნდზე' ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, ინგლისის ნაკრები სენეგალს მასპინძლობდა და 'სამი ლომი' 1:3 დამარცხდა. აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლებმა ინგლისელების დამარცხება 22 მცდელობიდან პირველად მოახერხეს.

ჰარი კეინმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნა, თუმცა სენეგალის ნაკრებმა მატჩი შემოატრიალა და დიდი გამარჯვება მოიპოვა. სენეგალელთა კაპიტანმა, კალიდუ კულიბალიმ, ეს მოგება 2022 წელს აფრიკის ერთა თასის მოგებას დაუკავშირა.

ფანტასტიკური ღამე იყო. ვიცოდით, რომ ამ თამაშში რაღაცის გაკეთება შეგვეძლო. ჩვენ არ ვართ მიჩვეულები ისტორიის შექმნას და ეს მაშინ გავაკეთეთ, როდესაც ჯერ აფრიკის კონტინენტის ჩემპიონები გავხდით, შემდეგ კი ამ საღამოთი გავაგრძელეთ. უბრალოდ გვინდოდა მსოფლიოს ენახა, რომ არაჩვეულებრივი ერი გვყავს - განაცხადა კალიდუ კულიბალიმ

ოპტას ცნობით, ინგლისის მიერ აფრიკის ქვეყნებთან ჩატარებულ წინა 21 მატჩში „სამმა ლომმა“ 15-ჯერ მოიგო და 6-ჯერ ფრედ ითამაშა. 1990 წელს, ისინი ტუნისთან წაგების პირას იყვნენ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ამხანაგურად გამართულ მატჩში, გამათანაბრებელი გოლი სტივ ბულმა, 89-ე წუთზე გაიტანა (1:1).

სხვა სტატიები