Belive

ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვეიცარიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისის გოგონათა საფეხბურთო ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ფინალში ესპანეთი დაამარცხა (1:1 / პენალტების სერია: 3:1).

ესპანეთმა პირველი ტაიმი მარიონა კალდენტეს მიერ გატანილი თავურით მოიგო და უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ინგლისელებმა თამაში შეცვალეს - 57-ე წუთზე ალესია რუსომ ასევე თავური დარტყმით გაათანაბრა, დარჩენილ ძირითად დროსა და დამატებითში კი ესპანელებს მომენტების შექმნის საშუალება არ მისცეს.

ესპანეთმა პენალტები საშინლად შეასრულეს, მათ 4-დან სამი 11-მეტრიანი გააფუჭეს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ინგლისის ნაკრებს ყველა თამაშში დასჭირდა დამატებითი დრო.

ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ და იქ ესპანეთმა გაიმარჯვა (1:0 / 2023 წელი), ხოლო წინა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისმა გერმანიას მოუგო (2:1 / 2022 წელი).