Belive

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჟოზე მოურინიო დასაჯა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჟოზე მოურინიო უხამსი საქციელის გამო დასაჯა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ნიუკასლის" დაპირისპირების დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს დროს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მისთვის ჩვეული მაგრამ პროფესიონალი მენეჯერისათვის შეუფერებელი ქცევით დაგვამახსოვრა თავი. "ტელეკამერების წინ ჟოზე მოურინიოს გამოსვლა იყო აგრესიული, შეურაცხმყოფელი და უხამსი", - აღნიშნულია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "წითელი ეშმაკების" თავკაცს საკუთარი პოზიციის დასაცავად და ბრალდებაზე საპასუხოდ 19 ოქტომბრამდე აქვს დრო მიცემული. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, ფინანსურ სანქციასთან ერთად, მოურინიოს სასჯელი შესაძლოა რამდენიმე მატჩზე დასწრების აკრძალვით განისაზღვროს.

სხვა სტატიები