ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ფლანგის მცველი გამოაკლდა
ინგლისის ნაკრების მცველი, ტინო ლივრამენტო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
ნიუკასლის მცველმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, მის ადგილს კი გუნდში ტრევო ჩალობა დაიკავებს, რომელიც აქამდე სათადარიგო სიაში იმყოფებოდა.
ლივრამენტომ სეზონის ბოლო 5 კვირა ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა დროულად გამოჯანმრთელდა და განაცხადში მოხვედრა მოახერხა. როგორც ჩანს, 23 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე ბარძაყი კვლავ დაიზიანა და მუნდიალს დაემშვიდობა.
მსოფლიო ჩემპიონატის რეგულაციების თანახმად, სერიოზული ტრავმის შემთხვევაში, გუნდს ფეხბურთელის ჩანაცვლება შეუძლია, თუკი ეს გადაწყვეტილება პირველ მატჩამდე მინიმუმ 24 საათით ადრე იქნება მიღებული. ინგლისის ნაკრები კი ხორვატიასთან ხვალ ღამით (00:00) ითამაშებს.
ინგლისურ მედიაში ლივრამენტოს შესაძლო შემცვლელთა სიაში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდიც მოიაზრებოდა, თუმცა ტუხელის გადაწყვეტილებით ნაკრებში ჩალობა გამოიძახეს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორისაა წარსულში თანამშრომლობის გამოცდილება (ჩელსიში), გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ჩალობა აშშ-ში ისვენებდა, რამაც ტუხელის არჩევანზე იმოქმედა.
BREAKING: Tino Livramento has suffered a hamstring injury and is out of the World Cup, with Trevoh Chalobah being called up to replace him 🚨🏴 pic.twitter.com/k2i88s76kd
— Sky Sports Football (@SkyFootball) June 16, 2026