Belive

ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე რეი კლემენსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის", "ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე რეი კლემენსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. კლემენსმა ინგლისის ნაკრებში 1972-1983 წლებში 61 შეხვედრა ჩაატარა. მისი ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: "დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ რეი კლემენსი მშვიდად აღესრულა დღეს თავისი მოყვარული ოჯახის გარემოცვაში. ამდენი ხნის მძიმე ბრძოლის შემდეგ ის ახლა იქაა, სადაც სიმშვიდეა და არ არის ტკივილი. ოჯახი დიდ მადლობას გიხდით იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში იღებდა. ჩვენ ის ძალიან გვიყვარდა და არასდროს დავივიწყებთ". აღსანიშნავი ფაქტია, რომ უეფა-ს ჩემპიონთა თასის 1979-80 წლების სეზონში, სადაც თბილისის "დინამო" მეთექვსმეტედფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 3:0 მოიგო, სწორედ კლემენსი იცავდა ინგლისელთა კარს. პირველი შეხვედრა თბილისელებმა "ენფილდზე" 2:1 წააგეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიას და ალექსანდრე ჩივაძის გოლებით 3:0 სძლიეს ინგლისურ გრანდს.  

სხვა სტატიები