Belive

ინგლისის ნაკრები ნიუკასლში 19 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Athletic-ის ცნობით, ინგლისის ნაკრები მზად არის ივნისში სახლში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატაროს, იქამდე სანამ გერმანიაში ევრო 2024 აიღებს სტარტს. "სამი ლომი" 3 ივნისს "სენტ ჯეიმს პარკზე" ბოსნიას დაუპირისპირდება, შემდეგ კი, 7 ივნისს, ისლანდიას მიიღებს, ამჯერად უემბლის სტადიონზე. 2005 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა "კაჭკაჭების" საშინაო მოედანი ინგლისის ნაკრების საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს.

ჩვენ ნამდვილად მოუთმენლად ველით გუნდის დაბრუნებას ჩრდილო-აღმოსავლეთში და ქალაქში, რომელიც ქვეყანაში ფეხბურთის სინონიმია. ჩვენს გულშემატკივარს შესაძლებლობა მიეცა გამოგვემშვიდობოს, სანამ გერმანიაში გავემგზავრებით კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავლისთვის. ივნისის ორივე მეტოქე ისეთი კონკურენტუნარიანები არიან, რომ დიდ როლს ითამაშებენ ტურნირისთვის მომზადებაში - განცხადა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა

ნიუკასლის სტადიონზე, ამ დრომდე, 18 საერთაშორისო მატჩი გაიმართა, საიდანაც 7 შემთხვევაში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ითამაშა. ბოლოს სენტ ჯეიმს პარკმა საერთაშორისო მატჩს 2023 წლის სექტემბერში უმასპინძლა, როდესაც საუდის არაბეთმა კოსტა-რიკასა და სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩები ჩაატარა.