ინგლისელებმა ლივერპულის ახალწვეულები შეაფასეს - რა გამოხმაურება მიიღო მამარდაშვილმა?!
ლივერპული იმ პოზიციაზე ნამდვილად არ იმყოფება, სადაც სეზონის სტარტზე იმედოვნებდნენ, რომ იქნებოდნენ.
აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის გათვალისწინებით, მერსისაიდული გრანდი ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგების მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა დაახლოებით 450 მილიონი ფუნტის დახარჯვის მიუხედავად, კლუბი დასახულ მიზანს ჯერ ვერ აღწევს და პრემიერ ლიგის მიმდინარე ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
ისეთმა გახმაურებულმა შენაძენებმა, როგორიცაა ფლორიან ვირცი და ალექსანდრ ისაკი, მოსალოდნელი მწვერვალები ვერ დაიპყრეს. ჯერემი ფრიმპონგი და მილოშ კერკეზი კი კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდნენ. ჯერ კიდევ საკმაო დროა იმისთვის, რომ მერსისაიდული გრანდის ახალწვეულებმა მათზე გაცემული ავანსები გაამართლონ და ფანებიც ამას იმედოვნებენ, მაგრამ ავტორიტეტული გამოცემა Rousing The Kop ახალწვეულების მიმდინარე ფორმას აფასებს და მათ შესაბამის ქულას უწერს.
Giorgi Mamardashvili's penalty save from Erling Haaland is his sixth since the start of 2023/24, more than any other goalkeeper in Europe's top five leagues ⛔️ pic.twitter.com/uVt7O9VtZ4
— Premier League (@premierleague) November 9, 2025
გიორგი მამარდაშვილი - 7/10
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს შეიძინეს, პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი მიმდინარე სეზონში შედგა, ამიტომ ლოგიკურია, რომ წლევანდელ ახალწვეულებთან ერთად შევაფასოთ.
ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ, მამარდაშვილმა შანსი მიიღო, რომელსაც კარგად იყენებს. მამარდაშვილისთვის ახლა გარდამავალი პერიოდია, ის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არც ლივერპული კაშკაშებს. ერთი რამ ნათელია - 24 წლის მეკარემ უკვე დაგვანახა, თუ რატომ შეიძინა ის ლივერპულმა.
აღსანიშნავია, რომ ლივერპულის ახალწვეულებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ გიორგი მამარდაშვილმა და უგო ეკიტიკემ დაიმსახურეს. გამოცემამ ორივე მათგანს 7 ქულა დაუწერა. ახალწვეულთაგან მხოლოდ ჯოვანი ლეონის შეფასება გახდა შეუძლებელი, რადგან მან მხოლოდ 80 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო.
ლივერპულის ახალწვეულების შეფასება
გიორგი მამარდაშვილი - 7/10
უგო ეკიტიკე - 7/10
ფრედი ვუდმენი - 5/10
ჯერემი ფრიმპონგი - 4/10
მილოშ კერკეზი - 3/10
ჯოვანი ლეონი - არ შეფასებულა
ფლორიან ვირცი - 4/10
ალექსანდრ ისაკი - 5/10