Belive

ინძაგი: ,,სიტი მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, მაგრამ ინტერი საკუთარ თავში დარწმუნებულია''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ,,ატალანტასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,მნიშვნელოვანი იქნება, რომ ისეთივე აგრესიულები ვიყოთ, როგორიც ,,ატალანტასთან'' მატჩში ვიყავით. ასევე, აუცილებელია კარგი დასვენება, რადგან ბოლო დროს ბევრი მატჩი ჩავატარეთ. იმედია, ყველაფერი რიგზე იქნება.

ვიცით, რომ ,,მანჩესტერ სიტი'' მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ ,,ინტერი'' საკუთარ თავში დარწმუნებულია,'' - განაცხადა ინძაგიმ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,ინტერი'' ,,მანჩესტერ სიტის'' შეხვდება. ფინალური მატჩს 10 ივნისს სტამბოლი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები