Belive

"ინძაგი ხელშეუხებელია" - ინტერის პრეზიდენტი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

13-წლიანი პაუზის შემდეგ, მილანის "ინტერი" UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებს. უპრესტიჟულესი ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალში, "ნერაძურისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება შედგება, სადაც ფავორიტის სტატუსით ეს უკანასკნელი სარგებლობს.

"ინტერმა" სერია A-ში არც ისე დამაჯერებლად იასპარეზა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა - ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი გუნდის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგია.

ინძაგის მომავალთან დაკავშირებით, "ინტერის" პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ ის ხელშეუხებელია.

"სიმონე ინძახი ხელშეუხებელია. ის ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია და ახლა ბრწყინვალე შედეგების გამო, მისი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. მომავალ სეზონში ინძაგი ჩვენი მთავარი მწვრთნელი იქნება. ეს 100%-ით გარანტირებულია. ის რჩება", - მაროტა.

შეგახსენებთ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სტამბოლში გაიმართება.

სხვა სტატიები