Belive

ინძაგი: ,,ვიცოდი, რომ სიმეონე დიდი მწვრთნელი გახდებოდა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოსთან'' გასამართ მატჩზე ,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ისაუბრა:

,,ატლეტიკო შესანიშნავი კლუბია... ისინი უმაღლეს დონეზე უკვე მრავალი წელია ასპარეზობენ. იმის პროგნოზირება თუ როგორ ითამაშებენ ჩვენ წინააღმდეგ, რთულია, რადგან ბოლო პერიოდში ეს გუნდი ძალიან შეიცვალა. თუმცა, ატლეტიკოს ძლიერი მენტალიტეტი აქვს და კარგ ფეხბურთს თამაშობს.

დიეგო სიმეონეს კიდევ ერთხელ ხილვა დიდი სიამოვნება იქნება. ის ფანტასტიკური თანაგუნდელი იყო და ყოველთვის ვიცოდი, რომ დიდი მწვრთნელი გახდებოდა.

ჩემპიონთა ლიგაზე გასულ წელს მიღწეული წარმატება გვახსოვს. ფეხბურთელებს ამ შედეგის გამეორება სურთ, თუმცა, ვიცით, რომ აქ ბევრი ძლიერი გუნდია. ხვალ ინტერის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ.'' - სიმონე ინძაგი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,ინტერი'' მადრიდის ,,ატლეტიკოს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები