Belive

ილქაი გიუნდოგანმა სიტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი თვის ბოლოს კლუბს დატოვებს.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ილქაი გუნდს დატოვებს. იგივე წყარო წერს, რომ გიუნდოგანმა "ბარსელონასთან" სამ წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, 32 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ოფიციალურად კონტრაქტს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გააფორმებს. ამბობენ, რომ "ბარსელონას" აქვს იმის ფინანსები, რომ გიუნდოგანს ხელფასი გადაუხადოს.

ითვლება, რომ "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი გუნდოგანის დიდი გულშემატკივარია და სავარაუდოდ, გერმანელს სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა არ გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ "სიტის" ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის. 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვარდიოლას გუნდი "ინტერს" დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები