Belive

იკარდის ცოლს თავს ფანები დაესხნენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაურო იკარდის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდია. არგენტინელ ფეხბურთელს "ინტერმა" კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და ევროპა ლიგის მატჩის განაცხადიდან ამოაგდო. იკარდის მხრიდან ამ ფაქტს ოფიციალური გამოხმაურება ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მაუროს მეუღლემ, ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში მათი შვილების ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "სკოლაში წასასვლელად მზად ვართ."

პოსტის დადებიდან რამდენიმე წუთში, "ინტერის" ფანები ნარას და ბავშვებს მანქანაში თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა ავტომობილს ქვები დაუშინეს.

სხვა სტატიები