Belive

იბრაჰიმოვიჩმა შვილთან ერთად მილანის ძირითადი გუნდის წინააღმდეგ სავარჯიშო მატჩში ითამაშა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ,,მილანის'' 18-წლამდელთა გუნდთან ერთად ივარჯიშა. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

შვედმა თავდამსხმელმა დღეს 16 წლის შვილთან ერთად, ,,მილანის'' ძირითადი გუნდის წინააღმდეგ სავარჯიშო მატჩში ითამაშა.

,,როსონერის'' შემადგენლობაში იმ ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომლებმაც ,,ტოტენჰემთან'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ნაკლები დრო მიიღეს.

მატჩი ,,მილანის'' ძირითადი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - შარლ დე კეტელარემ დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი ანტე რებიჩმა გაიტანა.

სხვა სტატიები