Belive

იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს. ამის შესახებ თავად "მილანის" თავდამსხმელის სოციალური ქსელიდან ვიგებთ. 39 წლის ფორვარდმა Twitter-ში შვედეთის ეროვნული გუნდის მაისურით გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით: "დიდი ხანია არ შევხვედრივართ".

ზლატანს შვედეთის ნაკრებში 116 მატჩი აქვს ჩატარებული და 62 გოლი გატანილი. ბოლოს სკანდინავიური გუნდის რიგებში 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ბელგიასთან - 1:3 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა. მიმდინარე სეზონში, "როსონერიას" მაისურით 7 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გატანილი.

სხვა სტატიები