Belive

იბრაჰიმოვიჩი: ,,სანამ ვიცი, რომ შედეგის მიღწევა შემიძლია, ვითამაშებ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარიერა, შესაძლოა, იანვარში დაასრულოს:

,,მინდა, ფეხბურთის თამაშით ყოველდღიურად მივიღო სიამოვნება, რადგან, ვფიქრობ, რომ როცა კარიერას დავასრულებ, ეს ყველაფერი ძალიან მომენატრება. ვცდილობ, ახალგაზრდა ბიჭების დონეზე ვიყო, რომლებიც ბევრს მუშაობენ და რიტმს ინარჩუნებენ.

სანამ ვიცი, რომ შედეგის მიღწევა შემიძლია, ვითამაშებ. მაშინ, როცა სასურველი დონის გამოვლენას ვეღარ შევძლებ, მინდა, გარშემომყოფები გულწრფელები იყვნენ და მითხრან, რომ ის ზლატანი აღარ ვარ.

მსურს, ყოველდღე გავხდე უკეთესი, ასეთი მენტალიტეტი მაქვს. თუ საკუთარ თავზე საკმარისად არ ვიმუშავებ, დისკომფორტს ვიგრძნობ. ეს ყველაფერი საკუთარი თავის გამოწვევაა,'' - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს CNN-ი ციტირებს.

ზლატანს ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 41 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 22 მაისს, იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში, ,,სასუოლოსთან'' შეხვედრაში ითამაშა, რომელშიც ,,მილანმა'' ჩემპიონობა გაიფორმა.

სხვა სტატიები