Belive

იბრაჰიმოვიჩი იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ოთხშაბათს გასამართ პრინციპულ მატჩს გამოტოვებს, სადაც "როსონერი" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში, 39 წლის ზლატანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. "მილანის" მაისურით, მან ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 11 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ისიც აღსანიშნავია, რომ სერია ა-ს 6 მატჩში ზლატანმა 10 გოლი გაიტანა. შესანიშნავი შედეგების ფონზე, შვედმა ფორვარდმა "ნაპოლისთან" მოგებული მატჩის დროს კუნთი დაიზიანა, რის გამოც მას 10 მატჩის გამოტოვება მოუწია (მანამდე, ზლატანი მოედანზე 2 კვირის განმავლობაში არ გამოსულა, რადგან კორონავირუსით იყო ინფიცირებული). შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, "მილანს" სერია ა-ში მარცხი არ აქვს და 15 ტურის შედეგად, ცხრილის სათავეში 37 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. რაც შეეხებათ ტურინელებს - "ბებერი ქალბატონი" ამჟამად, 27 ქულითა და ერთით ნაკლები მატჩით, მე-5 პოზიციაზე იმყოფება. "მილანისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება 6 იანვარს, თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები