Belive

იბერიამ სენტ-ტრუიდენს წინააღმდეგობა ვერ გაუწია - მარცხი ბელგიაში

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის (ლიგის ფაზის) პირველი ტურის შეხვედრაში, სენტ-ტრუიდენმა იბერია 1999-ს უმასპინძლა და ქართული კლუბი 2:0 დაამარცხა. ეს შეხვედრა ისტორიული იყო ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, რადგან იბერიამ მოახერხა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა, ევროპული ტურნირის ძირითად ეტაპზე, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშა (2004 წელს, დინამო თბილისი, ევროპა ლიგაზე (უეფას თასი).

სამწუხაროდ, ევროპულ ფეხბურთში ჩვენი დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა - ბელგიაში, მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. მართალია, სენტ-ტრუიდენი 87-ე წუთამდე მხოლოდ 1-ბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა თამაშის მიმდინარეობის მიხედვით, იბერია უშანსოდ გამოიყურებოდა. ქართული გუნდი ვერაფერს ქმნიდა, ხოლო მასპინძლები ერთმანეთის მიყოლებით ანიავებდნენ ხელსაყრელ მომენტებს.

მასპინძლებმა პირველი გოლი მატჩის დებიუტშივე (მე-11 წუთი) გაიტანეს, ხოლო წერტილი 87-ეზე, ცენტრიდან დარტყმული ბურთით გავიდა, სადაც მეტოქემ წინ გამოსული მაკარიძის შეცდომით ისარგებლა.

იბერია კონფერენს ლიგის მომდევნო შეხვედრას თბილისში, შვედური მიალბის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები