Belive

იან ობლაკი: "მამარდაშვილმა ყველა ბურთი აიღო, ის შეუჩერებელი იყო.."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლა ლიგის მე-3 ტური "ვალენსია" "ატლეტიკოს" მატჩით დაიხურა. მადრიდულმა კლუბმა სტუმრად "მესტალიაზე" 0:1 გაიმარჯვა. ერთადერთი გამარჯვების გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ერთადერთი გოლის ავტორი - ანტუან გრიზმანი დასახელდა, თუმცა სპორტული გამოცემების სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყველა სპორტულ საიტზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 6 ბურთი მოიგერია, საიდანაც 2 ურთულესი იყო.

"როხი ბლანკოს" სლოვენიელმა მეკარემ - იან ობლაკმა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასა და ასევე გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩის შესახებაც ისაუბრა.

"რთული მატჩი გვქონდა, ჩვენ პირველი ტაიმი საშინლად დავიწყეთ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება დაგვრჩა და ძალიან ბედნიერები ვართ. არ ვიცი რა ვთქვა გიორგი მამარდაშვილზე, რომელიც დღეს ნამდვილად საოცრად გამოიყურებოდა. მან საკუთარი გუნდის კარი არაერთხელ გადაარჩინა. ბევრი შანსი გვქონდა, ბევრი კარგი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა მამარდაშვილმა ყველაფერი შეაჩერა და საკუთარ კლუბს შედეგის შენარჩუნებაში დაეხმარა. გიორგი დღეს შეუჩერებელი იყო..."

პირველი სამი ტურის შემდეგ, "ვალენსია" ლა ლიგაში 3 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. "ღამურები" შემდეგ მატჩს შინ "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები