იამალის მამა: "ჩემი შვილი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა, თანაც დიდი უპირატესობით"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ოქროს ბურთი'' საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევს, უსმან დემბელეს გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.
მეორე პოზიციაზე ლამინე იამალი გავიდა - დაჯილდოების შემდეგ, ლამინე იამალის მამამ - მუნირ ნასრაუიმ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ოქროს ბურთის მოგებას მისი შვილი იმსახურებდა.
"მე მჯერა, რომ ლამინი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა, დიდი უპირატესობით. არა იმიტომ, რომ ის ჩემი შვილია, არამედ იმიტომ, რომ ეს რეალური ფაქტია.
უნდა ვთქვათ, რომ წელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ძალიან უცნაური რამ მოხდა. მომავალი წელი ჩვენი იქნება, ოქროს ბურთს ლამინი აუცილებლად მოიგებს...
დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო მისთვის ოქროს ბურთის მოგების მოტივაცია იქნება. მას ჯანსაღი ამბიცია აქვს. წელს დიდი იმედები გვქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რამდენს მოიგებს? მხოლოდ დრო გვიჩვენებს.“ - მუნირ ნასრაუი
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინე იამალი დასახელდა.
საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახდა.
გერდ მიულერის სახელობის პრიზი ვიქტორ დიოკერეშმა მიიღო.
წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე.
წლის საუკეთესო გუნდი - პსჟ.
წლის საუკეთესო ქალთა გუნდი - არსენალი.
ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი აიტანა ბონმატი გახდა.